Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ქაბულში უნივერსიტეტის პროფესორი მოკლეს


უცნობმა ექსტრემისტებმა შეიარაღებული თავდახმის შედეგად სიცოცხლეს გამოასალმეს ქაბულის უნივერსიტეტის პროფესორი და რელიგიიის საკითხების მეცნიერი ფაიზ მოჰამად ფაიეზი, რომელიც 3 მარტის დილით სალოცავად მეჩეთში მიეშურებოდა.

ქაბულის პოლიციის თანახმად, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ოფიციალურ ცნობებში ნათქვამია, რომ ორი კვირის წინ ქაბულის უნივერსიტეტის ორი ლექტორი დაიღუპა მათი მანქანის გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქების შედეგად.

მაშინდელ თავდასხმაზეც არავის აუღია პასუხისმგებლობა.

ექსტრემისტები ავღანეთში ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს სწავლულებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ოგარანიზაციების წარმომადგენლებს.

2 მარტს დამოუკიდებელი ტელეკომპანია Enikass TV-ის სამი თანამშრომელი ქალი დაიღუპა აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული ორი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG