Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში, სადაც იზრდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ხელისუფლება აჩერებს Sinovac-ის ვაქცინის შემოტანას


უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი მაქსიმ სტეფანოვი
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი მაქსიმ სტეფანოვი

უკრაინაში განვლილი 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებში მოხვდა კორონავირუსით ინფიცირებული 3486 პაციენტი, რაც სარეკორდო რაოდენობაა მთელი პანდემიის განმავლობაში.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, მაქსიმ სტეფანოვის თანახმად, წუხელ მთლიანობაში გამოვლინდა 7235 ინფიცირებული, ხოლო 185 პაციენტი გარდაიცვალა.

წინა დღით უკრაინის ერთ-ერთი ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით შეჩერდება ქვეყანაში ჩინური ვაქცინა Sinovac-ის შემოტანა, რაშიც მინისტრმა მისი უწყებისა და მის წინააღმდეგ მიმართული „ბინძური საინფორმაციო თავდასხმის“ ავტორები დაადანაშაულა.

უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო გამოძიება Sinovac-ის ვაქცინის შეძენაზე ერთ-ერთ ადგილობრივ მოიჯარესთან კონტრაქტის გაფორმების ფაქტზე მას შემდეგ, რაც უკრაინელმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ამ კონტრაქტის პირობით ვაქცინა სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდებოდა.

მინისტრი სტეფანოვი გამორიცხავს რაიმე ხელმრუდობას.

ამასთან, უკრაინაში უკვე შემოიტანეს ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკას“ 500 000 დოზა ვაქცინა, რომლითაც პირველ რიგში ცრიან სამედიცინო სფეროს მუშაკებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ჰოსპიტალში 2 მარტს კორონავირუსზე აცრა ჩაიტარა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ უკრაინელი ექიმები მასობრივად ამბობენ უარს აცრების ჩატარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG