Accessibility links

site logo site logo

პაატა იმნაძე: ვის უნდა ვუჩივლო?! ოღონდ რამე მოგვცენ 


პაატა იმნაძე

„კოვაქის" პლატფორმასთან ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. ის „პალიტრანიუსის" ეთერში გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომელიც არ გამორიცხავს „კოვაქსის" პლატფორმის წინაარმდეგ საჩივრის მომზადებას.

„დაახლოებით ის, რომ ვთქვა, შენ ზევითა ხარ მე ქვევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო. ვის უნდა ვუჩივლო?! ოღონდ რამე მოგვცენ. ასეთ სიტუაციაში ვართ", - შენიშნავს პაატა იმნაძე და განმარტავს, - „3 თებერვალს თვითონ გამოაქვეყნა „კოვაქსის" პლატფორმამ ყველა ქვეყნის სია, ვის როდის უნდა მიეღო ვაქცინა. იყო პრეცედენტი, როდესაც ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად უჩივლა, თუმცა შედეგი ჯერჯერობით ისეთივეა როგორც ჩვენთან. ამისა გარდა, რა თქმა უნდა, იყო სხვა მოლაპარაკებებიც. მხოლოდ „კოვაქსის პლატფორმის“ 1.4 მილიონი დოზა, რომელიც კონტრაქტით წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ, არ იქნებოდა საკმარისი. გარდა ადრე გადახდილისა გადავრიცხეთ დამატებითი გადასახადიც, მაგრამ სხვა მწარმოებლებიც არიან, რომლებიც ჯერ არ არიან „კოვაქსის" პლატფორმაზე. „კოვაქსის" პლატფორმაზე რომ განთავსდეს ვაქცინა, მან უნდა მიიღოს ჯანმო-ს აღიარება, არის ბაზარზე ვაქცინები, რომლებსაც ჯერ არ მიუღია აღიარება, ეს არის იგივე ჩინური ვაქცინები, რომლითაც ჩილეს 17% იცრება. ასევე, ძალიან მაღალი მოცვა აქვს არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, სადაც ასევე ჩინური ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. ძალიან მდიდარი ქვეყნებია და მათ ჩინური ვაქცინაც აქვთ, „პფაიზერის" აქვთ და სხვათა შორის რუსული ვაქცინაც. ისრაელი არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, 90% ჰყავს ერთხელ აცრილი. შეგვექმნა სიტუაცია, რომ სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ და დიდი ხანია მუშაობა მიდის. შეიძლებოდა ჩინური ვაქცინაც ქვეყანაში გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოსული, სამწუხაროდ, ჯერ არ მიუღიათ ჯანმო-ს აღიარება. ვაქცინის შემოტანის ერთ-ერთი პირობაა, რომ საჭიროა ჯანმო-ს აღიარება“.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ არ გამორიცხა, რომ სამინისტრომ „კოვაქს პლატფორმას“ უჩივლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG