Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთში რვა ადამიანი დაშავდა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, პოლიცია ტერაქტზე ლაპარაკობს


სამხრეთ შვედეთში რვა ადამიანი დაშავდა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ორ მათგანს სერიოზული ჭრილობები აქვს მიყენებული, იტყობინება ვეტლანდიის პოლიცია.

დაახლოებით 20 წლის მამაკაცი, რომელიც ოთხშაბათს „ბასრი საგნით“ დაესხა თავს ხალხს, დაკავებულია. ამჟამად თავდამსხმელი საავადმყოფოშია. უშიშროების ძალების თანამშრომლებმა ის ფეხში დაჭრეს დაკავებისას, იტყობინება AFP.

თავდაპირველად გამოძიებამ მომხდარს „მკვლელობის მცდელობის“ კვალიფიკაცია მისცა, მაგრამ მოგვიანებით ფორმულირება შეცვალეს „სავარაუდო ტერაქტად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG