Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული მძიმე ვითარების ამსახველი ანგარიში


„თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან“, - ასეთ დასკვნას შეიცავს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე.

მონიტორინგი 15-16 სექტემბერს განხორციელდა, კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, „მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტებს არ მიეწოდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები, ხოლო დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში“.

სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო არაერთი შეტყობინება დაწესებულების პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.

არსებული მწვავე პრობლემების ფონზე, სახალხო დამცველი სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG