Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას მხარდასაჭერად კიდევ ერთი მსვლელობა მოეწყო


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად თბილისიდან "რუსთავის ციხემდე" ავტოკოლონებით მსვლელობა კიდევ ერთხელ მოეწყო. პარტიის მხარდამჭერები და ლიდერები ამ გზით ცდილობენ ნიკა მელიას გამხნევებას.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია ძალიან მალე დატოვებს საბპყრობილეს და ძალიან მალე გააგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას... თავისუფლება ნიკას და თავისუფლება თითოეულ თქვენგანს", - თქვა პარტიის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. მელიას პატიმრობა დამძიმებული გირაოს გადაუხდელობის გამო შეუფარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG