Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი გამოყოფს მზარდ მეტოქეობას „ჩინეთთან, რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან“


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის წინაშე არსებულ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად დაასახელა მზარდი მეტოქეობა „ჩინეთთან, რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან“

რუსეთის მიზანია გააფართოოს თავისი გლობალური გავლენა და თამაშობს ძირგამომთხრელ როლს საერთაშორისო არენაზე, ცდილობს არსებული ნორმების დესტაბილიზაციას.

ასეთი შეფასება აქვს მიცემული მოსკოვის მოქმედებას აშშ-ის სახელმწიფო სტრატეგიაში, რომელიც გამოქვეყნდა 3 მარტს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელით.

ჩინეთთან ერთად, რუსეთმა წარმართა მნიშვნელოვანი რესურსები აშშ-ის დასუსტების მცდელობისკენ და იმისთვის, რომ ვერ დაიცვას მან მოკავშირეების ინტერესები მსოფლიოში, ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის წამყვან მეტოქედ მსოფლიოში ჩინეთია აღიარებული და არა რუსეთი: ჩინეთი ერთადერთი კონკურენტია აშშ-თვის, რომელსაც შეუძლია თავისი ეკონომიკური სიძლიერით, დიპლომატიური მცდელობებით, სამხედრო ძალითა და ტექნოლოგიით შეუძლია რეალური საფრთხე შეუქმნას სტაბილურ და ღია საერთაშორისო სისტემას.

აშშ-ის სტრატეგიის გარშემო საუბრისის 2 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, როცა ჩინეთის, როგორც "აშშ-ის უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევის" გარშემო ლაპარაკობდა, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი, ირანი და ჩრილოეთი კორეა ასევე წარმოადგენენ სერიოზულ გამოწვევას აშშ-სთვის, მაგრამ ისინი შეუდარებელი არიან იმ პოტენციურ საფრთხესთან, რომელსაც ჩინეთი შეიძლება წარმოადგენდეს.

ჩინეთი და რუსეთი ერთად არიან მოხსენიებული იმ ნაწილში, სადაც შეიარაღების კონტროლზეა ლაპარაკი და ნათქვამია, რომ აშშ მზად არის დიალოგისთვის ამ თემაზე და მთლიანობაში სტრატეგიული სტაბილურობის გარშემო.

ეროვნულ სტრატეგიის დოკუმენტში წერია, რომ ავტორიტარიზმი, როგორც მსოფლიო ტენდენცია, ზრდას განიცდის და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, სხვათა შორის აშშ-ის მოკავშირეებს: „კავშირები, შეთანხმებები და ნორმები, რომლებიც შეიქმნა აშშ-ის დახმარებით, დარტყმის ქვეშაა“, წერია დოკუმენტში. მასში ლაპარაკია დემოკრატიული და საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული ნორმების დაცვის აუცილებლობაზე.

ასევე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს რასიზმთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლას, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, ისევე როგორც ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებას.

სტრატეგიაში არაერთხელ არის აღნიშნული ევროპის და აზიის ქვეყნებთან აშშ-ის სამოკავშირეო ურთიერთობის, ასევე ნატოს ტიპის კავშირების მნიშვნელობა, როგორიცაა ნატო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG