Accessibility links

site logo site logo

ავღანეთში თავდასხმების შედეგად რვა მოქალაქე, მათ შორის ერთი ექიმი ქალი დაიღუპა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ექიმი ქალი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ქვეყნის სხვა ნაწილში, ნანგარჰარის პროვინციაში, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ეთნიკურ ჰაზრათა 7 წარმომადგენელი დახოცეს.
ექიმი ქალი ადგილობრივ სამშობიაროში მუშაობდა. თავდასხმაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ნანგარჰარის პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელის, გენერალ ჯუმა გულ ჰემათის ცნობით დახოცილი ეთნიკური ჰაზარები ადგილობრივ თაბაშირის ქარხანაში მუშაობდნენ. პოლიციამ დააკავა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 4 პირი. პასუხისმგებლობა არც ამ შემთხვევაში უკისრია რომელიმე დაჯგუფებას. მიჩნეულია, რომ ნანგრაჰარის პორვინციაში ყველაზე ხშირად თავდასხმებს აწყობენ თალიბანი და ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო".

ამ თავდასხმებამდე ორი დღით ადრე ჯალალაბადში თავდამსხმელებმა, რომლებსაც კავშირი აქვთ „ესლამურ სახელმწიფოსთან“, ადგილობრივი ტელევიზიის სამი თანამშრომელი დახოცეს.

უკანასკნელ თვეებში ავღანეთში იმატა თალიბანის მიერ ორგანიზებულმა მიუხედავად იმისა, რომ გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ავღანეთის მთავრობას შორის წარმოებს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა ბოლო მოეღოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG