Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის დაცინვისათვის ბრალდებული იამადაევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ პატიმრობიდან გაათავისუფლა


მარჯვნივ კარიმ იამადაევი მოსამართლის სამოსში
მარჯვნივ კარიმ იამადაევი მოსამართლის სამოსში

რუსეთის სამარის სასამართლომ ტერორიზმის მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეურაცხყოფაში დამნაშავედ სცნო აქტივისტი კარიმ იამადაევი და მიუსაჯა 510 000 რუბლის გადახდა მის მიერ ორი წლის წინ იუტუბით გავრცელებული ვიდეოს გამო. დადგმულ ვიდეო რგოლში, მავან მოსამართლეს „განაჩენი“ გამოაქვს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, მისი პრესმდივნის, დმიტრი პესკოვისა და კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელის, იგორ სეჩინისათვის.

პროკურატურა იამადევისათვის 6,7 წლით პატიმრობას ითხოვდა ტერორიზმის გამართლებისა და ხელისუფლების შეურაცხყოფის ბრალდებით.
პუტინის, პესკოვის და სეჩინის დადგმული სასამართლო სახელწოდებით „მოსამართლე გრემი“ 2019 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა ინტერნეტში. მასში იამადაევი, როგორც მოსამართლე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს ვლადიმირ პუტინს, დმიტრი პესკოვსა და იგორ სეჩინს და მათ მიმართ სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს.

4 მარტს იამადაევი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა, რადგან მან წელიწადზე მეტი დრო დაყო წინასწარ პატიმრობაში. მაგრამ განსასჯელს სასამართლომ ორწელიწად ნახევრით აუკრძალა საიტის ადმინისტრირება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG