Accessibility links

site logo site logo

ბირმაში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები ათობით დემონსტრანტის დახოცვის მიუხედავად


ბირმაში (მიანმარში) ქუჩებში კვლავ გამოვიდნენ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო რეჟიმის მიერ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ განხორციელებული „სასტიკი რეპრესიების“ შედეგად ქვეყანაში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა დარგში, მიშელ ბაჩელეტმა, 4 მარტს განაცხადა, რომ ბირმაში 1 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში დაიღუპა სულ მცირე 53 ადამიანი, ხოლო 1700-ი დააკავეს.

„სამხედროებმა უნდა შეწყვიტონ დემონსტრანტების დახოცვა და დაპატიმრება“, - განაცხადა ბაჩელეტმა, რომლის ინფორმაციით „უსაფრთხოების ძალები საპროტესტო აქციების მონაწილეებს საბრძოლო ტყვიებს უშენენ“.
მხოლოდ 3 მარტს ბირმაში სულ მცირე 38 ადამიანი მოკლეს, მოწმეებისა და ვიდეოჩანაწერების თანახმად, უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებდნენ როგორც რეზინის ტვყვიებსა და ცრემლსადენ გაზს, ისე ნამდვილ ტყვიებს.
როგორც იტყობინებიან, არმიის დაქვემდებარებაში მყოფმა ძალებმა დემონსტრანტთა დიდ ჯგუფებს გაუხსნეს ცეცხლი რამდენიმე ქალაქში - რანგუნში, მანდალაიში, მინჯანში. მოკლულთა შორის მინიმუმ ორი მოზარდია.
ბირმაში სამხედრო გადატრიალება 1 თებერვალს მოხდა. ამის შემდეგ დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, მათ შორის მთავრობის დაპატიმრებულ მოხელეთა განთავისუფლების მოთხოვნით. დაკავებულთა შორის არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „დემოკრატიის ეროვნული ლიგის“ ლიდერი აუნ სან სუ ჩი. სამხედროები მის პარტიას არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს. მათ დაითხოვეს საარჩევნო კომისიის წევრები და ერთი წლის შემდეგ ახალი არჩევნების ჩატარებას აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG