Accessibility links

site logo site logo

დეპუტატი ფრიდონ ინჯია მაგისტრალებზე სიჩქარის 130 კმ/სთ-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ევროპელი სოციალისტების" წევრი, ფრიდონ ინჯია მაგისტრალებზე სიჩქარის ზედა ზღვრის გაზრდის ინიციატივით გამოდის. მან პარლამენტის სხდომაზე შესაბამისი კითხვით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა.

"საცობებმა წაიღო საქართველო და, პრაქტიკულად, არ ჩანს გამოსავალი, ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით, ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, იქ, სადაც შეიძლება, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, ის შეზღუდვა, რომელიცაა 110 კმ/სთ, გაიზარდოს ამ პერიოდში [გულისხმობს კომენდანტის საათის არსებობის პერიოდს], 130 კმ/სთ-მდე", - თქვა დეპუტატმა.

ამ კითხვის დასმამდე მან თქვა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ მძღოლები ვერ ასწრებენ კომენდანტის საათის დაწყებამდე დანიშნულების ადგილამდე მისვლას. მისი თქმით, ამ მიზეზით შესაძლებელია სამგზავროდ შეძენილი ბილეთის ე.წ. საშვად გამოყენება.

სრულიად საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობამ 21:00-დან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალა. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG