Accessibility links

site logo site logo

რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა დაგმო ჟურნალისტებზე თავდასხმა დუშანბეში


RFE/RL President Jamie Fly (October 2019)

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა დაგმო რადიოს დუშანბეს სამსახურის ორ თანამშრომელზე თავდასხმა, რომლებიც ქვეყანაში საწვავზე ფასის გაზრდის თაობაზე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე რეპორტაჟს ამზადებდნენ.

„ტაჯიკეთში ჩვენს ორ თანამშრომელზე თავდასხმა, რომლებიც უბრალოდ თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ, ყოვლად მიუღებელია“, - ნათქვამია ჯეიმი ფლაის 5 მარტის განცხადებაში, რომელშიც გამოთქმულია იმედი, რომ „ტაჯიკეთის პოლიცია სრულად გამოიძიებს ინციდენტს და უზრუნველყოფს ჟურნალისტების უფლების დაცვას, რომ ახლაც და მომავალშიც ღიად და შეუფერხებლად გააშუქონ მოვლენები“.


ჟურნალისტებზე თავდასხმა 4 მარტს მოხდა დუშანბეში მდებარე კომპანია АЗС Soro Oil-ის კუთვნილ გაზგასამართ სადგურზე.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტები, მულორაჯაბ იუსუფი და შაჰლო აბდულოევი, მძღოლებს გაზისა და ბენზინის ფასის მატების შესახებ უსვამდნენ შეკითხვებს, როდესაც Soro Oil-ის თანამშრომელმა შაჰლო აბდულოევს მოსთხოვა, შეეწყვიტა ჩაწერა კერძო კომპანიის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები მძღოლებს სადგურის გარეთ ესაუბრებოდნენ. ჟურნალისტების სიტყვიერი პროტესტის შემდეგ ერთ-ერთი მამაკაცი დაესხა თავს მულორაჯაბ იუსუფს და მუშტი ყბაში დაარტყა.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მულორაჯაბ იუსუფმა სახის მარცხენა ნაწილში მიიღო ტრამვა, რის გამოც ექიმებმა მას „ორდღიანი მკურნალობის კურსი დაუნიშნეს“.

რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, პოლიციამ დაიწყო მომხდარი ინციდენტის გამოძიება. წინა წლებში ტაჯიკეთში რადიო თავისუფლების ჟურნალისტები არაერთხელ გახდნენ დევნის, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG