Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ერაყში ჩავიდა „მშვიდობის პილიგრიმის“ მისიით


რომის პაპმა ფრანცისკემ 5 მარტიდან დაიწყო ოთხდღიანი ვიზიტი ერაყში, რომელსაც, პონტიფიკის სიტყვებით, ეწვია როგორც „მშვიდობის პილიგრიმი“. წინა დღით, 4 მარტს გაკეთებულ მიმართვაში ფრანცისკემ აღნიშნა, რომ იგი ხელს უწვდის „სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელ დებსა და ძმებს“ მუსლიმურ ქვეყანაში, სადაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მძიმე საფასურის გადახდა უწევს იქ მცხოვრებ ქრისტიანულ უმცირესობას.

„მე მწყურია თქვენთან შეხვედრა, თქვენი სახეების ნახვა, თქვენი ქვეყნის, ძველი და არაჩვეულებრივი ცივილიზაციის აკვნის, მონახულება“, - მიმართა რომის პაპმა ერაყის მოსახლეობას.

ერაყში ჩასვლა რომის პაპისათვის არის პირველი ვიზიტი ერთი წლის წინ დაწყებული კორონავირუსის გლობალური პანდემიის განმავლობაში. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკე 8 მარტს რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს. რომის პაპის ვიზიტის წინ ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ქუჩებში რამდენიმე მისასალმებელი ბანერი გამოფინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG