Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვა გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც COVID-19-ის ვაქცინა მიიღო COVAX-ის ინიციატივის ფარგლებში


მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გახდა პირველი, რომელმაც COVID-19-ის მარაგი მიიღო ღარიბი ქვეყნებისათვის განკუთვნილი COVAX-ის გლობალური ინიციატივის ფარგლებში.
„ვაქცინის პირველი 14 400 დოზა ქვეყანაში წუხელ ჩამოვიდა“, - დაწერა 5 მარტს ტვიტერში მაია სანდუმ.

ქვეყნის პროდასავლელი პრეზიდენტი „სოლიდარობის გამოჩენისათვის“ მადლობას უხდის გერმანიას, ევროკავშირის ქვეყნებს და ასევე აშშ-ს, ბრიტანეთს, კანადას, იაპონიას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 4 მარტის განცხადების თანხმად, მოლდოვას COVAX-ის ინიციატივის ფარგლებში გარანტირებული აქვს იმდენი ვაქცინის მიღება, რაც საჭირო იქნება 1,7 მილიონი კაცის, ანუ ქვეყნის მოსახლეობის ნახევრის ასაცრელად.

გასულ კვირაში, მოლდოვამ რუმინეთისაგან მიიღო 21 600 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რამაც შესაძლებლობა მისცა ევროპის უღარიბეს ქვეყანას, რომ დაეწყო ვაქცინაციის კამპანია.

პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი რუმინეთის ევროპული კვოტიდან მოლდოვას ჯამში 200 000 ვაქცინის მიცემას დაჰპირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG