Accessibility links

site logo site logo

დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ მან და ფრიდონ ინჯიამ ვახტანგ გომელაურს კრიტიკული კითხვები დაუსვეს


​საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ მან და მისმა თანაპარტიელმა, ფრიდონ ინჯიამ შინაგან საქმეთა მინისტრს კრიტიკული კითხვები დაუსვეს. დღეს პარლამენტში "მინისტრის საათია" და დეპუტატები მას კითხვებს უსვამენ.

ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის კითხვები ვახტანგ გომელაურს
please wait

No media source currently available

0:00 0:05:14 0:00

პარლამენტის სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ რადიო თავისუფლებამ ზილფიმიანს სთხოვა, გაეხსენებინა ის კრიტიკული კითხვები, რომლებიც მან მინისტრს დაუსვა. ზილფიმიანი იხსნებდა პარლამენტის შენობასთან აქტივისტების შეურაცხმყოფელ შეძახილებს, რაზეც პოლიცია არ რეაგირებს. მისი კოლეგის დასმული კითხვებიდან კი, კომენდანტის საათის არსებობის პირობებში მაგისტრალებზე სიჩქარის შეზღუდვის ზედა ზღვრის საკითხი გაიხსენა.

"ეს აუცილებლად უნდა გადაახვიოთ და კიდევ ერთხელ შეხედოთ, ძალიან ბევრი [კრიტიკული] შეკითხვა და სხვა ბატონმა ფრიდონმაც... თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, გამოსვლის შემდეგ იქ გაცილებით მეტს ვიტყვით... ჩემი აზრით, მე რაც ვთქვი, ყველა კრიტიკული კითხვაა", - განაცხადა ზილფიმიანმა.

რადიო თავისუფლება გთავაზობთ პარლამენტის სხდომიდან ინჯიასა და ზილფიმიანის კითხვების ამონარიდს.

ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის კითხვები ვახტანგ გომელაურს
please wait

No media source currently available

0:00 0:05:14 0:00

მინისტრთან დასასმელი საკითხები ამით არ ამოწურულა. დეპუტატებს დამაზუსტებელი კითხვებისთვისაც ექნებათ დრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG