Accessibility links

site logo site logo

გომელაურის თქმით, ღია არ უნდა იყოს სპეცსამსახურებში დეპარტამენტის უფროსის მისამართი


ვახტანგ გომელაური

ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის კახა კახიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. დეპუტატი გამოდის ინიციატივით, რომ სამართალდამცველებისა და სპეცსამსახურების დეკლარაციების საჯაროდ გამოქვეყნებულ მონაცემებში მისამართები ღია არ იყოს.

„რა თქმა უნდა, ეს პირადად ჩემი აზრია და არა გუნდის, იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი თითქმის ხუთი წელი და ეს პრობლემები იქაც იდგა ნამდვილად. ახლაც მიმაჩნია, რომ არ შეიძლება კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მისამართები და სად ცხოვრობს მისი ოჯახი და ა.შ. იყოს ღია. არ ვლაპარაკობ მე საქართველოს ჟურნალისტებზე, აქ საუბარია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები თუნდაც ადვილად მიადგნენ სახლს და იმუშავებენ ოპერატიულად. არ ვსაუბრობ მინისტრზე ან უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე, არამედ თუნდაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უამრავი დაკავებებია თუნდაც ნარკორეალიზატორების მხრივ. საერთაშორისო ჩართულობით ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვატარებთ სპეცოპერაციებს. რატომ უნდა იყოს ღია მისი მისამართი? ჩემი აზრით, არ უნდა იყოს. მე არ ვლაპარაკობ მინისტრზე, საკუთარ თავზე. დაბალი რგოლი, დეპარტამენტების ხელმძღვანელები უნდა იყოს დაფარული. ქონება ვისაც დააინტერესებს, მიმართოს სპეციალურ სამსახურს, მისამართები უნდა იყოს დაფარული", - განმარტა გომელაურმა.

პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ შინაგან საქმეთა მინისტრს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG