Accessibility links

site logo site logo

კელი დეგნანი ეხმაურება შარლ მიშელის ინიციატივით განახლებულ მოლაპარაკებას 


კელი დეგნანი

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით განახლდა, ეხმაურება აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. მისი აზრით, მხარეებს დრო სჭირდებათ შეთანხმების მისაღწევად.

„რაც მე ვნახე, არის ის, რომ არსებობს სურვილი საკითხის გადაწყვეტისა, არის ძალიან კომპლექსური პრობლემები, ადამიანებს აქვთ ღრმა განსხვავებები, მაგრამ, რაც მე ვნახე, არის ის რომ ყველა მხრიდან არის სურვილი, რომ იპოვონ გადაწყვეტის გზა, რომ მხარეებმა ერთმანეთის მიმართ კეთილგანყობით გააგრძელონ ლაპარაკი, იმის შესახებ თუ რა არის მათი მოთხოვნები და რა რის მათი საჭიროებები შეთახნმებაში, რაც ყველასთვის იქნება მისაღები. ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ მიშელის ჩამოსვლა და ეს აჩვენებს, რამდენად შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვნახეთ მსგავსი სულისკვეთება კონგრესის წარმომადგენლებს მხრიდან და საქართველოს სხვა მეგობრებისგან.

დროა საჭირო მხარეებისთვის, რომ მივიდნენ შეთანხმებამდე, მაგრამ მე მჯერა, არის პოლიტიკური ნება, რომ ასე მოხდეს", - განაცხადა დეგნანმა.

შარლ მიშელის ინიციატივით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მოლაპარაკება ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG