Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 მარტს დაიწყება პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფების კვლევა


თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დაიწყება პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფების კვლევა.

„იწყებოდა ორშაბათს, 8 მარტს, მაგრამ დასვენება დაემთხვა და ამიტომ დაიწყება 9 მარტს. სამშაბათს დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი კოვიდთან ბრძოლის, ეს არის პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფების კვლევა. შედგენილი გვაქვს სრული სია თბილისში მცხოვრები იმ მოქალაქეების, რომელთაც ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს კოვიდი. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება ამ კოვიდგადატანილი პაციენტების სახელის და გვარის ამოღება. მათ დაუკავშირდებიან ჩვენი თანამშრომლები და ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან კვლევაში. კვლევის მიზანია პირველი ის, დავადგინოთ თუ კოვიდგადატანილთა რა პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სიმპტომი. მეორე, როგორ ნაწილდება ეს პოსტკოვიდური სიმპტომი ქალებსა და მამაკაცებში. ასევე, როგორ ნაწილდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და იმ პირებს შორის, ვინც ჰოსპიტალიზებული იყო, ან ბინაზე მკურნალობდა, როგორ ნაწილდება, მათ შორის, ვისაც ჰქონდა დაავადების მძიმე ან ძალიან მძიმე ფორმა და ვისაც ჰქონდა მსუბუქი ფორმა. ამასთან, როგორ ნაწილდება სხვადასხვა გამოვლინებები და სიმპტომები“, - თქვა ცერცვაძემ.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 10 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 22 022 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 390 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG