Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დააზიანეს ახლად გახსნილი „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“


დედაქალააქის მერიის ინფორმაციით, 5 მარტს, საღამოს, თბილისში, კრწანისის რაიონში დააზიანეს „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი". ამჟამად ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მემორიალი 2021 წლის 12 იანვარს გახსნეს. მემორიალის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა და მასში მოქანდაკე ირაკლი წულაძემ გაიმარჯვა.

მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG