Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი შეაჩერებენ ტარიფებს Boeing-სა და Airbus-ს შორის დავის კონტექსტში


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ „გამოასწოროს და გამოაცოცხლოს“ აშშ-ევროკავშირის პარტნიორობა, განაცხადა თეთრმა სახლმა 5 მარტს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი და ბრიუსელი შეთანხმდნენ, შეაჩერონ ტარიფები სავაჭრო დავაში, რომელშიც თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიები, Boeing-ი და Airbus-ი მონაწილეობენ.

ბაიდენმა ეს პირობა დადო პარასკევს ევროპის კომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბარში, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ორი მხარე შეთანხმდა, „იმუშაოს ამ დიდი ხნის პრობლემების გადაჭრაზე“ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბაიდენი და ფონ დერ ლაიენი შეთანხმდნენ, კოორდინაცია გაუწიონ პოლიტიკას „საერთო ინტერესების საკითხებზე“, მათ შორის ჩინეთთან, რუსეთთან, ბელარუსთან, უკრაინასთან და დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით.

სატელეფონო საუბრის შემდეგ ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ორივე მხარეს სურს Boeing-სა დაAirbus-ს შორის დავის გადაწყვეტა, რათა აღნიშნონ „ახალი სტარტი“ ორმხრივ ურთიერთობებში.

მან დააზუსტა, რომ ტარიფების შეჩერება ეხება აქციზების გადასახადებს, რომლებიც ორივე მხარეს აქვს დაწესებული თვითმფრინავებსა თუ სხვა ნაწარმზე. მისი თქმით, ტარიფების შეჩერება თავდაპირველად ოთხ თვეს გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG