Accessibility links

site logo site logo

14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 19 წლის კაცია დაკავებული


არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სამართალდამცველებმა გორში 19 წლის კაცი დააკავეს.

რადიო თავისუფლების გორის კორესპონდენტის ცნობით, ინფორმაცია მას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მისი ცნობით, 5-თვიანი ძიების შემდეგ, 19 წლის კაცი, სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

გორის პოლიციაში განცხადება არასრულწლოვანი გოგოს მშობელმა ხუთი თვის წინ შეიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG