Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სანქციებს უწესებს უკრაინელ ოლიგარქ იჰორ კოლომოისკის  


იჰორ კოლომოისკი
იჰორ კოლომოისკი

აშშ-ის შტატებმა ამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა გავლენიან უკრაინელ ოლიგარქს, იჰორ კოლომოისკის, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მტკიცე პოზიციას იკავებს ყოფილ საბჭოა რესპუბლიკაში ფესვგადგმული კორუფციის წინააღმდეგ.

5 მაისის განცხადებაში, როცა აკრძალვა გამოცხადდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, გამოხატა „შეშფოთება [კოლომოისკის] ახლანდელი და მიმდინარე მოქმედების გამო, ძირი გამოუთხაროს უკრაინის დემოკრატიულ პროცესებს და ინსტიტუტებს, რაც საფრთხეს უქმნის მის მომავალს".

კოლომოისკის მიმართ კრიტიკულად განწყობილები მას ბრალად დებენ ვაშინგტონის და ბრიუსელის მხარდაჭერით მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების, იურიდიულ, საბანკო და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში რეფორმების გატარების მიმართ ძირგამომთხრელ ქმედებებში, რასაც არაერთი მომხრე ჰყავს პარლამენტში. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აკრძალვა „ცხადი“ გზავნილია იმ პარლამენტარებისთვის, რომლებიც მხარე უჭერენ კოლომოისკის, განუცხადა რადიო თავისუფლებას დარია კალენიუკმა, კიევში დაფუძნებული ანტიკორუფციული ცენტრის დირექტორმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯით ოფიციალურად დამტკიცდა გავრცელებული ხმა, რომ კოლომოისკის აშშ-ში გზავრობა ჰქონდა აკრძალული. მასთან ერთად აკრძალვა ეხება მის ცოლს, ირინა კოლომოისკას, შვილებს, ანგელიკა კოლომოისკას და ისრაელ ცვი კოლომოისკის.

სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები არ ეხება კოლომოისკის საფინანსო სფეროს, რაც ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტია. მაგრამ, სავარაუდოა, რომ აშშ-ის დიდი ბანკები თავს აარიდებენ მასთან თანამშრომლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG