Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი „ამერიკის გადარჩენის გეგმის“ შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 6 მარტს განაცხადა, რომ სენატის მიერ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და აშშ-ის ეკონომიკისთვის დახმარების შესახებ კანონპროექტის დამტკიცება წარმოადგენს ამერიკელთა უმრავლესობისთვის ერთჯერადი თანხის, 1400 დოლარის გადახდის დასაწყისს.

სენატის მიერ დამტკიცებული თანხის საერთო რაოდენობიდან, 1,9 ტრილიონი დოლარიდან, დახმარება გამოეყოფა მწარმოებლებს და ვაქცინების დისტრიბუტორებს.

ბაიდენი თეთრ სახლში გამოვიდა მას მერე, რაც კანონპროექტი, რომელსაც “ამერიკის გადარჩენის გეგმა“ შეარქვეს, სენატში გაიტანეს კენჭისყრაზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკელთა 85 პროცენტი მიიღებს ერთჯერად დახმარებას.

ოჯახები, რომლებსაც ორი ბავშვი ჰყავთ და წლიურად 100 დოლარს გამოიმუშავებენ, 5600 დოლარს მიიღებენ.

კანონპროექტს დაუჭირა მხარი 100-დან 50-მა სენატორმა. კენჭისყრაში მონაწილე არცერთი რესპუბლიკელი სენატორი არ მიემხრო ბაიდენის გეგმას. ალიასკის წარმომადგენელი, რესპუბლიკელი დენიელ სალივანი ვაშინგტონიდან დასაფლავებაზე გახდა წასასვლელი. ამის შედეგად დემოკრატებს აღარ დასჭირდათ ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმა.

საერთო თანხამ, რომელიც ვაშინგტონმა გამოყო ეკონომიკური სტიმულირებისთვის, 6 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG