Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მზად არის, „დაუყოვნებლივ“ მიიღოს ზომები მას მერე, როცა აშშ სანქციებს მოუხსნის


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი
ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი

ირანმა გამოაცხადა, რომ მზადაა გადადგას ნაბიჯები და შეასრულოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ყველა პირობა მაშინვე, როცა აშშ მოუხსნის დაწესებულ სანქციებს.

„ირანი მზად არის, დაუყოვნებლივ შეასრულოს ბირთვული შეთანხმების პირობები და თავისი ვალდებულებები მას მერე, რაც აშშ გაუუქმებს უკანონო სანქციებს და უარს იტყვის მუქარის და ზეწოლის პოლიტიკაზე“, - განაცხადა 7 მარტს ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ.

როჰანიმ ეს განცხადება გააკეთა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ საიმონ კოვენისთან შეხვედრის დროს დიპლომატიური მცდელობების ფონზე, აღდგეს ბირთვული შეთანხმება. როჰანიმ გააკრიტიკა ევროპის ქვეყნები - ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ბირთვულ შეთანხმებაზე, მათი უმოქმედობის გამო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების მიმართ. მისი თქმით, ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც „ამისთვის საფასური გადაიხადა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდეს, მაგრამ მოითხოვს, რომ ირანმა აღადგინოს ბირთვული ვალდებულების შესრულება.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2018 წელს აშშ გამოიყვანა ცალმხრივად ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ადრე დაწესებული სანქციების გაუქმებას გულისხმობდა. შეთანხმების დატოვების შემდეგ აშშ-მა კვლავ დაუწესა სანქციები ირანს, რის საპასუხოდ ამ უკანასკნელმა ეტაპობრივად და საჯაროდ დაიწყო ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG