Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში ერთი ოჯახის სამი წევრი მოკლეს


თელავი
თელავი

7 მარტს თელავში მოკლეს ერთი ოჯახის სამი წევრი. პირველადი ინფორმაციით, მშობლების და ბებიის მკვლელობაში 30 წლამდე მამაკაცია ბრალდებული.

მომხდარ ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყებაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG