Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის გამოთვლებით, შვეიცარიელების უმეტესობამ ხმა მისცა სახის დამფარავი სამოსის ტარების აკრძალვას  


ნიყაბის და ბურკის აკრძალვის საინიციატივო ჯგუფის კამპანიის ბანერი ციურიხში წარწერით: "შეაჩერეთ ესქტრემიზმი!" "სახის აკრძალვის დაფარვას - დიახ". 15 თებერვალი, 2021 წელი
ნიყაბის და ბურკის აკრძალვის საინიციატივო ჯგუფის კამპანიის ბანერი ციურიხში წარწერით: "შეაჩერეთ ესქტრემიზმი!" "სახის აკრძალვის დაფარვას - დიახ". 15 თებერვალი, 2021 წელი

მედიის წინასწარი ცნობებით, შვეიცარიაში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა სახის დამფარავი ტანსაცმლის, ნიყაბის და ბურკის ტარების აკრძალვას. ტელერადიოკორპორაციის, SFR-ისა და გამოცემა Tagesanzeiger-ის წინასწარი დათვლებით, ქვეყნის მოსახლეობის 51 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა აკრძალვას. აკრძალვას მიემხრო შვეიცარიის კონფედერაციის 26 კანტონის უმრავლესობა. ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ შედეგის შეცვლა მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი, თვლის სააგენტო gfs.bern

ნიყაბის და ბურკის აკრძალვის ინიციატივა ეკუთვნის ნაციონალ-კონსერვატორული სახალხო პარტიიის მემარჯვენე ფრთის დეპუტატებს.

გამონაკლისი დაშვებული იქნება მხოლოდ მასობრივი რელიგიური თავყრილობების დროს. რეფერენდუმის შედეგების დამტკიცების შემდეგ სამოსის ტარების ნორმის შესახებ მუხლი შევა კონსტიტუციაში.

შვეიცარიის მთავრობა აკრძალვის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ქალები, რომლებიც ატარებენ ამგვარ სამოსს, ტურისტები არიან და ამგვარმა წესებმა შეიძლება დააფრთხოს მდიდარი სტუმრები და ბიზნესმენები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. კრიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ ნიყაბის და ბურკის აკრძალვა არღვევს რელიგიურ უფლებებს და მუსლიმების სტიგმატიზებას იწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG