Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პეკინი არ დაჰყვება გარედან ზეწოლას


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინსტრი ვან ი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინსტრი ვან ი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე კვირას განაცხადა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, იბრძოლოს საკუთარი ინტერესების დასაცავად და არ დაჰყვეს გარედან ზეწოლას.

მინისტრის მიმართვა 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. როგორც ფრანგული გაზეთი „მონდი“ შენიშნავს, პეკინი „არ არის მზად, რაიმე დათმობაზე წავიდეს რომელიმე საკითხში“. ეს ეხება სინძიანს, ჰონგ-კონგსა და ტაივანს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავისუფალ ზღვაოსნობას, ტერიტორიულ უთანხმოებას იაპონიასთან და სასაზღვრო კონფლიქტს ინდოეთთან.

ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს კომუნისტური პარტიის როლის შესახებ. ვან ის თქმით, ეს როლი „ფუძემდებლურია“. ჩინეთის კომპარტიის ასი წლისთავს, რომელიც წელს აღინიშნება, მინისტრმა უწოდა მხოლოდ „პრეამბულა დიადი საქმისა, რომელიც უახლოესი ათასწლეულის განმავლობაში უნდა განხორციელდეს“.

პეკინში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ჩინეთს აკრიტიკებენ, არაკეთილსინდისიერად მოქმედებენ. მაგალითად, ინდოეთი, ვან ის თქმით, იყენებს „ცალმხრივ პროვოკაციებს“, რომლებიც დახმარებას ვერ გაწევს ტერიტორიული დავის მოგვარებაში. პეკინმა ასევე გააფრთხილა იაპონია, თავი შეიკავოს ჩინეთის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენებისგან. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონიას მოუწოდა, ჩინეთი აღიქვას ობიექტურად და გონივრულად და შეცდომები არ დაუშვას საკუთარ მოქმედებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG