Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის პარლამენტის სპიკერი თავს დაესხა ფეისბუკს "უკრაინელი ნაციონალისტების" შესახებ სტატიების დაბლოკვისთვის


ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი, თავს დაესხა ფეისბუკს მას შემდეგ, რაც სოციალური მედიის ქსელმა დაბლოკა რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების წერილები, რომლებიც ამტკიცებდნენ, თითქოს გასულ თვეში პოლიციის მიერ დაკავებული ნაციონალისტები ეროვნებით უკრაინელები იყვნენ. მაგრამ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ რადიკალები რუსები იყვნენ.


ვიაჩესლავ ვოლოდინმა 8 მარტს ფეისბუკის ქმედებას უწოდა „ციფრული განუკითხაობა“, რითაც სოციალურმა ქსელმა შელახა რუსეთის მოქალაქეების უფლება.

ასე გამოეხმაურა ვოლოდინი ცნობას, რომ ფეისბუკმა დაბლოკა სააგენტო RBK-სა და გაზეთ „კომერსანტის“ სტატიები რუსი სამართალდამცველების მიერ უკრაინული ახალგაზრდული ნაციონალისტური მოძრაობის (MKU) სავარაუდო წარმომადგენელთა დაკავების შესახებ თებერვალში, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ვორონეჟში. პოლიციამ ეჭვმიტანილთა ბინებიდან ამოიღო ექსტრემისტული ლიტერატურა, ნაციონალისტური ორგანიზაციების სიმბოლიკა, დანები და ძველი ნაღმის მსგავსი საგანი.

რუსული მედია რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა დაკავებულთა უკრაინულ ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან კავშირის შესახებ. თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ შეტყობინებაში მაშინ მხოლოდ ის იყო აღნიშნული, რომ ვორონეჟში დააკავეს ნაციონალისტური სიძულვილის გაღვივებაში ეჭვმიტანილი 18, 19 და 23 წლის პირები. მაგრამ მასში არაფერი იყო ნათქვამი მათ უკრაინული ნაციონალისტური დაჯგუფების წევრობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG