Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადს კორონავირუსი აქვს


ჩატარებული ტესტირების შედეგად სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ასადის ადმინისტრაციის მიერ 8 მარტს გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 55 წლის ასადი და მისი 45 წლის ცოლი, ასმა თავს კარგად გრძნობენ და ორ-სამკვირიანი იზოლაციიის შემდეგ კვლავ გააგრძელებენ ჩვეულ საქმიანობას.

2011 წლიდან სამოქალაქო ომში ჩაფლულ სირიაში კორონავირუსით დაახლოებით 16000 ადამიანი დაინფიცრიდა, 1063 პაციენტი გარდაიცვალა. მაგრამ ოფიციალური მონაცემები შესაძლოა არ ასახავდეს რეალობას, რადგან ქვეყანაში ტესტირება მინიმალურ დონეზეა. სირიამ ასევე გასულ კვირაში გამოაცხადა საშიში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციიის დაწყების შესახებ, მაგრამ სხვა დეტალებზე ოფიციალურ ცნობებში არაფერია ნათქვამი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG