Accessibility links

site logo site logo

უზენაესმა სასამართლომ უარყო დონალდ ტრამპის უკანასკნელი აპელაცია არჩევნებთან დაკავშირებით


აშშ-ის უზენაესმა სასმართლომ 8 მარტს უარყო გასული წლის ნოემბერში გამართული პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გადათვლის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, უკანასკნელი აპელაცია. სააგენტო როიტერსის თანახმად, უზენაესმა ინსტანციამ უარი თქვა ხმების გადათვლაზე შტატ ვისკონსინში, სადაც ტრამპა ბაიდენზე სულ მცირე 20 000 ნაკლები ხმა მიიღო.
ეს იყო სამიდან ბოლო აპელაცია, პრეზიდენტობის ვადის მიწურულში შეტანილი დონალდ ტრამპის მიერ, რომელიც უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ მოხდა ხმების მასობრივი გაყალბება.
ბოლო სააპელაციო სარჩელი მოსამართლეებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე უარყვეს.

თითქმის ყველა სარჩელი, რომელიც ტრამპმა კენჭისყრის შედეგების შეცვლის მიზნით შეიტანა ჯორჯიის, მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებში, უარყოფილ იქნა, რადგან არ ახლდა მტკიცებულება გაყალბების შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიიდან 232 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს - 306.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა. კოლეგია საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო, ოფიციალურ შედეგს 14 დეკემბერს გამოაცხადებს. აშშ-ის ახალი, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG