Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: პოსტკოვიდური პაციენტების კვლევაში 500-600 ადამიანი ჩაერთვება


თამარ გაბუნია
თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, დღეიდან თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინიციატივით დაიწყო პოსტკოვიდური პაციენტების კვლევა. მისი განმარტებით, კვლევაში შემთხვევითი წესით შერჩეული 500-600 ადამიანი ჩაერთვება:

„ინფექციური დაავადებების და შიდსის ცენტრი მათ შესთავაზებს გამოკვლევების პაკეტს, რათა მოხდეს სრულად შესწავლა მათი პოსტკოვიდური მდგომარეობის და გამოვლინდეს, რაიმე დარღვევა უკვე კლინიკურ-ლაბორატორიულ დონეზე ვლინდება თუ არა. შესაძლოა, ჩივილი არც იყოს გამოხატული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, შეფასდეს, რამდენად დაუბრუნდა ნორმას ის ცვლილებები, რომლებიც კოვიდის პერიოდში დაფიქსირდა. ძალიან საინტერესო კვლევაა, ველოდებით შედეგებს და ამ გზით საქართველოს მონაცემები გარკვეულწილად იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ ზოგადად მსოფლიო მონაცემების, რაც ამ მიმართულებით გროვდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, კვლევა ამჯერად მიმართულია თბილისის მოსახლეობაზე, თუმცა შემდეგ ეტაპზე არ არის გამორიცხული მისი გაფართოებაც.

ინფექციური დაავადებებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პოსტკოვიდური სინდრომის ავადმყოფების კვლევაში ის ადამიანები ჩაერთვებიან, რომლებმაც დაავადება ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG