Accessibility links

site logo site logo

პაკისტანში ვიზიტად მყოფი ხალილზადი: აუცილებელია ავღანეთის სამშვიდობო პროცესის დაჩქარება


აშშ-ის სპეცწარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი, აშშ-ის მეთაურობით მიმდინარე ნატოს მისიის, "მტკიცე მხარდაჭერის“ და აშშ-ის ჯარის მეთაური, გენერალი სკოტ მილერი და ავღანეთის ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა, 2021 წლის იანვარში, ქაბულში შეხვედრის წინ

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში, ზალმაი ხალილზადმა, პაკისტანში სტუმრობისას სამხედრო მეთაურებს უთხრა, რომ ისლამაბადი კვლავაც თამაშობს მნიშვნელოვან როლს ავღანეთის სამშვიდობო პროცესში, ვაშინგტონის ძალისხმევის ფონზე, არ შეჩერდეს ხანგრძლივი ომის დასრულებისთვის ბრძოლა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 მარტს ხალილზადი და ავღანეთში აშშ-ის მეთაურობით მიმდინარე ნატოს მისიის, "მტკიცე მხარდაჭერის“ და აშშ-ის ჯარის მეთაური, გენერალი სკოტ მილერი, შეხვდნენ ღამარ ჯავედ ბაჯვას და სხვა ოფიციალურ პირებს პაკისტანის არმიის შტაბბინაში, რაუალპინდიში.

ხალილზადი გასულ კვირაში სტუმრობდა ავღანეთს და ყატარს, სადაც თალიბანის წარმომადგენლები, მოლაპარაკების მონაწილეები იმყოფებიან. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, გაააქტიუროს მოლაპარაკება თალიბანთან 1 მაისისთვის აშშ-ის არმიის ავღანეთიდან შესაძლო გამოყვანის წინ. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალილზადმა ხაზი გაუსვა ავღანეთში სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისკენ გზაზე წინსვლის დაჩქარებას. განაცხადების თანახმად, „ხალილზადმა აღნიშნა, რომ პაკისტანი კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამშვიდობო პროცესში, განსაკუთრებით, ავღანელებისთვის პოლიტიკური მოგვარების და ცეცხლის საყოველთაო შეწყვეტის საქმეში დახმარების მხრივ“.

პაკისტანის მხარის განცხადებით, „შეხვედრისას განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხება ორმხრივ ინტერესს, რეგიონულ უსაფრთხოებას და ავღანეთში მიმდინარე შერიგების პროცესს“.

პაკასტანში ხალილზადის ვიზიტის ფონზე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ხალილზადმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, წარმოადგინეს ახალი იდეები, რათა სამშვიდობო პროცესი საჭირო მიმართულებით წარმართონ. ბლინკენმა პრეზიდენტ აშრაფ ღანის გაუგზავნა წერილი, სადაც წარადგინა მოსაზრებები. წერილი ნახა ავღანურმა სააგენტომ TOLOnews-მა. წერილის შესახებ იტყობინებოდა „ნიუ-იორკ ტაიმსი“, რომელიც აშშ-ის და ავღანეთის ოფიციალურ პირებს ეყრდნობოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG