Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიამ შეაჩერა რუსული კომპანიისთვის გემების ძრავების ქარხნის მიყიდვა


რუსული სამხედრო ხომალდები ყირიმში, სევასტოპოლის ნავსადგურში. 2020 წლის 24 ივნისი
რუსული სამხედრო ხომალდები ყირიმში, სევასტოპოლის ნავსადგურში. 2020 წლის 24 ივნისი

ნორვეგიის მთავრობამ შეაჩერა ძრავების მწარმოებელი ქარხნის რუსული კომპანიისთვის მიყიდვა. შეთანხმების შემოწმებით დაკავებულია სახელმწიფო უშიშროების კონტრდაზვერვის განყოფილება.

ამის თაობაზე ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით.

ქარხანა Bergen Engines-ი ბრიტანული Rolls-Royce-ის საკუთრებაა.

ის აწარმოებს დიზელის და გაზის დგუშის ძრავებს. თებერვლის დასაწყისში ინგლისურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ აპირებდა ქარხნის რუსეთის „ტრანსამშჰოლდინგისთვის“ მიყიდვას დაახლოებით 150 მილიონ ევროდ.

რუსული ფირმა იტყობინებოდა, რომ ამ შესყიდვის გზით გეგმავს გააფართოოს თავისი ყოფნა მოშორებული რეგიონების მიკროელექტროსადგურების ბაზარზე. თუმცა, ნორვეგიაში შიშობენ, რომ ქარხანას სამხედო-სამრეწველო კომპლექსი გამოიყენებს.

Bergen Engines-ის ძრავებს საზღვაო ხომალდებისთვის იყენებს ნორვეგიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი. ამ კომპანიის მიერ წარმოებული ძრავებით მოძრაობს ნორვეგიის საპატრულო ხომალდები, მზვერავი გემები. დაგეგმილია ამ ძრავებით თავდაცვის სამინისტროს მშენებარე, ყინულმჭრელი გემების აღჭურვა.

გემების ძრავები ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა რუსეთის გემთმშენებლობაში. თავდაცვის სამინისტროს გემთმშენებლობის განვითარების სტრატეგიის პროექტის თანახმად, ხომალდების ძრავების თემა „განსაკუთრებით კრიტიკულია“.

2014 წლამდე რუსეთი მათ უდიდეს ნაწილს ყიდულობდა უკრაინისა და ნატოს წევრი ქვეყნებისგან, მაგრამ დაწესებული სანქციების გამო ეს შეუძლებელი გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG