Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაქრა ინფორმაცია ფსბ-ს სავარაუდო თანამშრომელზე, რომელიც, ნავალნის თქმით, მის მოწამვლაში მონაწილეობდა


კონსტანტინ კუდრიავცევი. კოლაჟი
კონსტანტინ კუდრიავცევი. კოლაჟი

„როსრეესტრმა“ დამალა ინფორმაცია ფსბ-ს სავარაუდო თანამშრომლის, კონსტანტინ კუდრიავცევის ნათესავების შესახებ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანახმად, კუდრიავცევი შარშან ზაფხულში ტომსკში „ნოვიჩოკით“ მის მოწამვლაში მონაწილეობდა.

ახლა უძრავი ქონების ამონაწერში სავარაუდო ოპერმუშაკის ნათესავებად დასახელებულია „რუსეთის ფედერაცია“.

დოკუმენტში ცვლილებებს ყურადღება მიაქცია გამოცემა „ღია მედიამ“. ჩანაწერში გაქრა ინფორმაცია მოსკოვში მისი მისამართის შესახებ. „როსრეესტრის“ თანახმად, ბინაში წილი ეკუთვნოდათ კუდრიავცევის მეუღლეს, სიდედრსა და ვაჟს. კუდრიავცევის მეუღლის სახელი „რუსეთით“ შეიცვალა არაუგვიანეს თებერვლისა.

კუდრიავცევი რუსეთის ქიმიურ-ბიოლოგიური თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია. ის ჯარში მსახურობდა შიხანიში, სადაც მუშაობდნენ ქიმიურ იარაღზე, მათ შორის „ნოვიჩოკზე“, შემდეგ კი ის სამუშაოდ გადავიდა ფსბ-ში, ნათქვამია სამი გამოცემის ერთობლივ გამოძიებაში.

ჟურნალისტებმა მოახერხეს აღმოეჩინათ, რომ ოპერმუშაკი ნავალნის თან დაჰყვებოდა მოგზაურობისას. 2020 წლის დეკემბერში ნავალნიმ გამოაქვეყნა კუდრიავცევთან საუბრის ჩანაწერი. საუბრიდან შეიძლება ისეთი დასკვნის გამოტანა, რომ ოპერმუშაკი ნავალნის მოწამვლის შემდეგ კვალის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG