Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. თალაკვაძის კომენტარს, რომელიც დროში "TV პირველის" გავრცელებულ იმ ჩანაწერებს ემთხვევა, რომელშიც ღარიბაშვილი მონაწილეობს, პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა-ჩემი მხრიდან, მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს", - აცხადებს თალაკვაძე.

მას შემდეგ, რაც "TV პირველმა" ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ დღეს, ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG