Accessibility links

site logo site logo

ნავალნის გუნდი ოფისების გახსნის ათ ქალაქში, სადაც ყველაზე დიდია "ედინაია როსიის" დამარცხების შანსი


ნავალნის გუნდის კოორდინატორი ლეონიდ ვოლკოვი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაცხადა, რომ ოფისების გახსნას გეგმავს რუსეთის ათ ქალაქში, სადაც, მისი აზრით, მმართველ პარტია „ედინაია როსიას“ ყველაზე უფრო სუსტი პოზიციები ექნება არჩევნებში, რომელიც 19 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.

ნავალნის გუნდის კოორდინატორმა ლეონიდ ვოლკოვმა 9 მარტს განაცხადა, რომ ამ ქალაქებში საქმიანობის გაფართოება კენჭისყრისას „დიდი ალბათობით შეუწყობს ხელს მანდატების წართმევას“ „ედინაია როსიისთვის“.

ეს ათი ქალაქია: ულიანვსკი, ორენბურგი, ასტრახანი, კიროვი, ვლადიმირი, ულან-უდე, კურსკი, ჩიტა, პეტროზავოდსკი და აბაკანი.

ნავალნიმ და მისმა მომხრეებმა შეიმუშავეს „ჭკვიანი კენჭისყრის“ სისტემა, რომლის მიზანია, ბოლო მოუღოს ძალაუფლების კონცენტრირებას ერთპიროვნულად მმართველი პარტიის ხელში.

ამ სისტემით, ამომრჩევლებს შეუძლიათ საკუთარი მისამართი შეიტანონ სპეციალურ აპლიკაციაში, რომელიც შემდეგ მათ მიაწვდის იმ კანდიდატთა სიას, რომლებსაც - განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა - ყველაზე მეტი შანსი აქვთ, დაამარცხონ მეტოქეები „ედინაია როსიიდან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG