Accessibility links

logo-print logo-print

აბა მიშა გინდათ ? - არა არ მინდა, მაგრამ არც ოცნება მინდა


ავტორი: გიორგი მიქელაძე

რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ბატონი ლაშა ბუღაძის , რადიო თავისუფლებაში, 27 თებერვალს გამოქვეყნებული ბლოგი“აბა მიშა გინდათ?“. მე ესეთი პასუხი მაქვს- არა, მიშა არ მინდა , მაგრამ არც ოცნება მინდა. თუ ცოტა ღრმად ჩავწვდებით მე მგონი ერთია ცხადი - ამომრჩეველთა დიდი ნაწილი იმიტომ აძლევს ხმას ქართულ ოცნებას, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების პანიკური შიში აქვთ. ამდენად ნაციონალური მოძრაობა რომ არ არსებობდეს, ქართული ოცნების მხარდამჭერთა დიდი ნაწილი , ალბათ ხმას სხვა პარტიებს და პიროვნებებს მისცემდნენ. მე აქ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ - თუ ნაციონალური მოძრაობა მართლა ფიქრობს საქართველოს მომავალზე და მიიჩნია რომ ქართული ოცნება დამღუპველია საქართველოსათვის( რაშიც ნამდვილად ვეთნხმები) მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ უარი უნდა თქვას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ ნაბიჯით ის დაამტკიცებს, რომ მისი ნამდვილი რეფორმა მოხდა და მათი მთავარი მიზანი არა ძალაუფლება, არამედ საქართველოს მომავალია. ამ საქციელით ნაციონალური მოძრაობა მიაღწევს, მათი თქმით, მათ მთავარ მიზანს- ოცნების ძალაუფლების დამთავრებას, მართალია ეს მათ ხარჯზე მოხდება, მაგრამ მიზანი ხომ მიღწეული იქნება.ასევე ვადამდელი არჩევნების ჩატარებაც უფრო რეალური გახდება. ახლად არჩეულ მრავალპარტიულ პარლამენტს ექნება საკმარისი დრო რომ გაატაროს ის აუცილებელი რეფორმები რომლებიც ნამდვილ სამართლებრივ სახელმწიფოს შექმნის. და თუ ეს მოხდა, არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა საშიში აღარ იქნება. ძალიან ძნელია უყურო ეხლანდელი მთავრობის არაკომპეტენტურობას, მაგრამ ასევე ძნელია დაუჯერო იმ ადამიანების აღშფოთებას მთავრობის მოქმედებით, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას ამართლებდნენ და თვითონ სჩადიოდნენ ასეთ და უფრო უარესს საქციელებს.

ქართული ოცნება პოლიტიკიდან თავის ნებით არ წავა- ამაში დარწმინებული ვარ. ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აქვს პრეტნზია რომ ბევრად უფრო პროგრესული და ალტრუისტული ძალაა, შეუძლია ისტორიაში შევიდეს როგორც ამ თვისებების ნამდვილი მატრებელი და პარლამენტში არჩევნებში არმონაწიელობით დაამტკიცოს რომ არის საქართველოსთვის ნამდვილად თავდადებული მოძრაობა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG