Accessibility links

logo-print logo-print

სომხეთში ოპოზიციის მომხრეებმა ალყა შემოარტყეს პარლამენტს


სომხეთის ოპოზიციის ათასობით მომხრემ ერევანში პარლამენტის შენობის ბლოკადა მოაწყო, რათა მიაღწიოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას.

9 მარტს, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს შენობას, მოხდა პოლიციასთან შეტაკებები. მხარეებს შორის ჩადგნენ პარლამენტარები, რათა თავიდან აეცილებინათ ძალადობა.

ქვეყანაში სულ უფრო იზრდება ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნები მას შემდეგ, რაც დასრულდა აზერბაიჯანთან ექვსკვირიანი სამხედრო კონფლიქტი. ნოემბერში ფაშინიანმა ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის ძალითაც, სომხეთის ჯარებმა კონტროლი დაკარგეს მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვან ნაწილზე და ავტონომიური რესპუბლიკის გარშემო მდებარე ტერიტორიებზე. აზერბაიჯანის კუთვნილი ეს ტერიტორიები სომხეთის ძალებს 1990-იანი წლების დასაწყისიდან ეკავათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG