Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი ექპერტები: დროა დასავლეთი გადაჭრით შეეწინააღმდეგოს საქართველოს, როგორც მოკავშირის, დაკარგვას 


9 მარტს გავრცელდა ევროპელი პოლიტიკოსებისა და საექსპერტო წრის წარმომადგენელთა მორიგი ღია წერილი, სადაც შეშფოთებაა გამოხატული საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამო.

ბოლო დროს "განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს საქართველოს დემოკრატიულობასთან, და საბოლოო ჯამში, მის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით", - ნათქვამია წერილში, რომელიც ჩეხეთის "ევროპული ფასეულობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და 29 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა), მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი), რასა იუკნევიჩენე (ლიეტუვა), ასევე ევროპელი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოდან: ჟიგიმანტის პავილიონისი (ლიეტუვას სეიმის წევრი), იან პეკლო, ყოფილი ელჩი უკრაინაში (პოლონეთი), ჯეიმის ნიქსი, ევრაზიისა და ევროპის პროგრამების დირექტორი (დიდი ბრიტანეთი), ედვარდ ლუკასი, ევროპული პოლიტიკის ცენტრი (დიდი ბრიტანეთი), ჰანა ჰოპკო, პარლამენტის საგარეო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე (უკრაინა); ბრაიან უიტმორი, ატლანტიკური საბჭო (აშშ), თამარ კინწურაშვილი, პაატა გაფრინდაშვილი, ეთო ბუზიაშვილი და სხვ

"საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გვაფრთხილებდნენ, ოცნების დამფუძნებლისა და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების შესახებ... შედეგად, ქართველებ სასამართლო სისტემის მზარდი პოლიტიზაციის, მმართველობის დეინსტიტუციონალიზაციისა და კანონის თვითნებური გამოყენების მოწმენი გახდნენ", - წერია მიმართვაში, რომლის ავტორები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებენ:

"ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამაც განაგრძონ მოლაპარაკებები კრიზისის მოგვარების მიზნით და განახორციელონ 8 მარტის შეთანხმება საარჩევნო რეფორმისთვის... დღეს საქართველოს კურსის გამოსწორებაა საჭირო. პოლიტიკურ მეტოქეებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარებლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დემოკრატიულ უკუსვლას, შეამცირებს საქართველოს ტრანს-ატლანტიკურ ამბიციებს.

ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-სა და ევროკავშირს, დაეხმარონ თავისუფლების მოყვარე ქართველებს და ჩაერიონ მოვლენებში მთავრობის ავტორიტარული ქცევისკენ მიდრეკილების შესაჩერებლად. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უნდა მოითხოვონ არსებული პოლიტიკური დაპირისპირების მოგვარება ჭეშმარიტი პოლიტიკური დიალოგის გზით, კანონის უზენაესობის სულისკვეთებით", - წერია მიმართვაში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG