Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 513 შემთხვევა დადასტურდა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 22 127 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 513 შემთხვევა. ეს 16 თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი - 264 შემთხვევა თბილისშია.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 2.32%;

ბოლო 7 დღის - 1.83%;

ბოლო 14 დღის - 1.5%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 96-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 273 650 შემთხვევა. მათგან 267 111 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3613 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა მარტში:

1 მარტი - ახალი შემთხვევა 160(ტესტი 17947). გარდაცვლილი 10;

2 მარტი - ახალი შემთხვევა 461(ტესტი 22900). გარდაცვლილი 12;

3 მარტი - ახალი შემთხვევა 360(ტესტი 25349). გარდაცვლილი 9;

4 მარტი - ახალი შემთხვევა 133(ტესტი 10678). გარდაცვლილი 12;

5 მარტი - ახალი შემთხვევა 390(ტესტი 22022). გარდაცვლილი 10;

6 მარტი - ახალი შემთხვევა 355(ტესტი 19737). გარდაცვლილი 4;

7 მარტი - ახალი შემთხვევა 234(ტესტი 15919). გარდაცვლილი 9;

8 მარტი - ახალი შემთხვევა 147(ტესტი 7823). გარდაცვლილი 15;

9 მარტი - ახალი შემთხვევა 139(ტესტი 6351). გარდაცვლილი 10;

10 მარტი - ახალი შემთხვევა 513(ტესტი 22127). გარდაცვლილი 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG