Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბის კავშირის პრეზიდენტს პროტესტის ფონზე ირჩევენ


თბილისში, წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიას" ეზოში მოქალაქეები, გულშემატკივრები და ვეტერანი მორაგბეები არიან შეკრებილები. ისინი აპროტესტებენ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის პროცესს. მათი მოთხოვნაა, არჩევნები არ ჩატარდეს და პრეზიდენტის მოვალეობა შეასრულოს ირაკლი აბუსერიძემ, რომელიც 31 დეკემბერს გამართულ ყრილობაზე აირჩიეს პრეზიდენტად, თუმცა საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა.

ეს რაგბის პრეზიდენტის არჩევის მცდელობაა. პროცესს აკვირდება პოლიციის რამდენიმეათეულიანი ჯგუფი.

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ 24 თებერვალს ჩაიშალა. ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ საერთო კრებაზე (ყრილობაზე) ხმის უფლების მქონე დელეგატთა ორი მესამედი ვერ შეიკრიბა და, კავშირის წესდების თანახმად, მაქსიმუმ ოცდაათი დღით გადაიდო.

სამოცდათხუთმეტი დელეგატიდან რეგისტრაცია ორმოცდაორმა გაიარა. დარბაზში მხოლოდ პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის - ბიზნესმენ იოსებ ტყემალაძის - მხარდამჭერები შევიდნენ, 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ და საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის მიერ არაღიარებულ არჩევნებში გამარჯვებული ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა კი ყრილობას პროტესტი გამოუცხადეს - ავჭალის სტადიონთან მივიდნენ, მაგრამ დარბაზში არ შევიდნენ.

მათი განცხადებით, რეგისტრაციაგავლილი სუბიექტების ნაწილზე ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება, შანტაჟის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG