Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის უშიშროება აპირებს მკაცრი ზომების გატარებას 25-27 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს


ივან ტერტელი

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) თავმჯდომარემ, ივან ტერტელმა, განაცხადა, რომ რესპუბლიკაში იგეგმება სიტუაციის დესტაბილიზება 25-27 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს, რის წინააღმდეგაც სამართალდამცველები აპირებენ მკაცრი ზომების გატარებას.

„ჩვენთვის სარწმუნოდ არის ცნობილი, რომ 25-27 მარტის დროს იგეგმება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა. სცენარი მუშავდება საზღვარგარეთ იმ პირთა მონაწილეობით, რომლებმაც თავის დროზე დატოვეს ჩვენი ტერიტორია“, - განაცხადა ტერტელმა სახელმწიფო ტელეარხ „ბელორუს 1“-ის ეთერში და დასძინა, რომ ხელისუფლება კანონის ფარგლებში „მკაცრად“ იმოქმედებს.

ბელარუსის უშიშროების ხელმძღვანელის თქმით, საფრთხე მოდის მეზობელი ქვეყენებიდან - პოლონეთიდან და უკრაინიდან, სადაც „ცალკეული ტერორისტული ჯგუფების“ წარმომადგენლები მოქმედებენ. ივან ტერტელმა დააზუსტა, რომ ეს ეხება იგორ ოლინევიჩისა და ნიკოლაი ავტუხოვიჩის ჯგუფებს. ხსენებული პირები ბელარუსში 2020 წლის დეკემბერში დააკავეს.

ბელარუსში აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ლუკაშენკას გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG