Accessibility links

site logo site logo

გორში ტაქსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ტაქსის 56 წლის მძღოლი დაჭრეს გორში. მას ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა კისრის არეში აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

„გორმედის" ქირურგის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კონტაქტურია. მასთან სამართალდამცავები იმყოფებიან და გამოკითხვა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ფაქტი პირად კონფლიქტს უკავშირდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG