Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის კანონმდებლებმა იმსჯელეს უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვენიის მედიაში „შემაშფოთებელ მოვლენებზე“


ევროპის კომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ვერა იუროვამ გაფრთხილება გამოთქვა უნგრეთის, პოლონეთის და სლოვენიის მედიასაშუალებების გარშემო პრესის თავისუფლების მხრივ „შემაშფოთებელ მოვლენებზე“. იუროვა სიტყვით გამოვიდა 10 მარტის პლენარულ სხდომაზე და გამოყო უნგრეთში, თებერვალში, მომხდარი, როცა პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მემარჯვენე მთავრობის მიმართ კრიტიკულ, ლიბერალური მიმართულების რადიო სადგურ Klubradio-ს სმაუწყებლობის ლიცენზია აღარ გაუგრძელეს და გათიშეს. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ილაპარაკა პოლონეთზეც, სადაც დამოუკიდებელმა მედიამ პროტესტი გამოხატა მთავრობის გეგმების მიმართ.პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის ნაციონალისტური მთავრობა გეგმავს, მედიას რეკლამით მიღებული შემოსავალი დაუბეგროს იმ საბაბით, რომ ჯანდაცვის და კულტურის სფეროების დაფინანსება სურს. ამას თებერვალში მოჰყვა კრიტიკა და მედიამ მოაწყო აქცია - „მასმედიის გათიშვა“, რომელშიც ბევრი მედიასაშუალება მონაწილეობდა.

სლოვენიაში, რომელიც ივლისში ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდება, იუროვა შეეხო პრემიერ-მინისტრ იანეზ იანსის მცდელობას, „ძირი გამოუთხაროს პრესის ეროვნული სააგენტოს მდგრად დაფინანსებას და დამოუკიდებლობას, და ამასთან, მისი მხრიდან სიტყვიერ შეტევას ჟურნალისტების წინააღმდეგ.

„ყველა ამ შემთხვევის გამო კომისიას კონტაქტი აქვს სახელმწიფოთა ხელისუფლებთან და აგრძელებს ვითარების მეთვალყურეობას“, ითქვა სხდომაზე.

იუროვამ დეპუტატებს მიმართა: „ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ კომისია იმოქმედებს, როცა დადგება ეროვნული კანონმდებლობისა გადაწყვეტილებების ევროკავშირის წესებთან შესაბამისობის საკითხი“, თქვა მან.

სხდომაზე რეზოლუციის მიღება დაგეგმილი რა ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG