Accessibility links

site logo site logo

ენტონი ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო.

მოსმენა რამდენიმე საათს გარრძელდა.

ბლინკენი სახელმწიფო მდივნის თანმდებობაზე პირველად წარდგა კანონმდებლების წინაშე და გამოსვლის შემდეგ, კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხა. თავიდან მან ჩამოთვალა საკითხები, თემები, რომელებსაც ბაიდენის ადმინისტრაცია პრიორიტეტულად თვლის.

ბაიდენის ადმინისტრაციამ განსაზღვრა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და სვამს შეკითხვას, რომელიც ბლინკენის თანახმად, „ყოველდღიურ მოტივაციას“ წარმოადგენს: თუ რას ნიშნავს ეს პოლიტიკა ამერიკელი მუშებისა და ამერიკის ოჯახებისთვის? აქედან გამომდინარე განვსაზღვრეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, თქვა ბლინკენმა თავის გამოსვლის დასაწყისში და შემდეგ ჩამოთვალა საკითხები:

„შევაჩეროთ კოვიდ-19 და განვამტკიცოთ გლობალური ჯანდაცვა, რათა ასეთი კრიზისი აღარ განმეორდეს;

შევქმნათ უფრო სტაბილური და ინკლუზიური ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შესაძლებლობებს რაც შეიძლება, მეტი ამერიკელისთვის;

დემოკრატიის განახლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, რადგან ძლიერი დემოკრატიები უფრო სტაბილურია, უფრო ღიაა, უფრო იცავს ადამიანს უფლებებს, ნაკლებად ექვემდებარება კონფლიქტებს და უფრო საიმედო ბაზარია ჩვენი საქონლისა და სერვისებისთვის".

ბლინკენმა ეფექტიანი საიმიგრაციო სისტემის შექმნის, კლიმატის ცვლილების საქმეში წვლილის შეტანასთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის გამყარებასთან ერთად ილაპარაკა რუსეთის, ჩინეთის და ირანის გარშემო და ჩამოთვალა ახალი ადმინისტრაციის უკვე გადადგმული ნაბიჯები ამ სფეროებში.

ბლინკენმა თავის შესავალი სიტყვის ბოლოს განაცხადა, რომ პირველ რიგში მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პასუხისმგებელი ვართ წარმატების ერთადერთი ყოვლისმომცველი საზომისთვის: ვაღწევთ შედეგს ამერიკელი ხალხისთვის? „ესაა ჩვენი მისია, ესაა ჩვენი შესაძლებლობა“, თქვა ბლინკენმა, შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

შეკითხვებსნაწილი ეხებოდა ბალტიის ზღვის გავლით რუსეთის და გერმანიის შემაკავშირებელი გაზსადენის მშებლობას. აშშ-ის 71-ე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ ბაიდენს იმაში, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენი, რომელსაც რუსეთი აგებს, "ცუდი იდეაა". ბლინკენის აზრით, გაზსადენი, რომლის 95 პროცენტი აგებულია, საფრთხეს უქმნის პოლონეთს და უკრაინას. ვისურვებდი, თქვა ბლინკენმა, რომ არ ვყოფილიყავით ამ ვითარებაში, როცა მილსადენის 95 პროცენტი აგებულია.

ბლინკენმა განმარტა, რომ აშშ-მა უკვე დაუწესა სანქციები კომპანიებს, რომლებიც მასში მონაწილეობენ და „ცხადად თქვა, წინააღმდეგი ვართ მისი დამთავრებისა… და განვიხილავთ სხვა შესაძლებლობებს, მომავალში სანქციების დაწესებისთვის“.

კონგრესი გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან ის აძლიერებს კრემლის გავლენას ევროპის ენერგეტიკულ სფეროზე და ზარალს აყენებს უკრაინას, რომელიც დაკარგავს მილიარდობის დოლარს, რომელსაც ის გაზის ტრანზიტის საფასურად იღებს.

აშშ-ის სტრატეგიის გარშემო საუბრისას, უფრო ადრე, 2 მარტს, ბლინკენმა როცა ჩინეთის, როგორც "აშშ-ის უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევის" გარშემო ლაპარაკობდა, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი, ირანი და ჩრილოეთი კორეა ასევე წარმოადგენენ სერიოზულ გამოწვევას აშშ-სთვის, მაგრამ ისინი შეუდარებელი არიან იმ პოტენციურ საფრთხესთან, რომელსაც ჩინეთი შეიძლება წარმოადგენდეს.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ის მომავალ კვირაში იაპონიას და სამხრეთ კორეას ეწვევა, შემდეგ კი ალასკაში თავის ჩინელ კოლეგას შეხვდება. ბლინკენის თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა წარვადგინოთ ბევრი საკითხი, რომელიც აშშ-ს აწუხებს და შევისწავლოთ, არის თუ არა შესაძლებელი თანამშრომლობა. ეს არ იქნება სტრატეგული დიალოგი, ასეთი რამ მხოლოდ საგრძნობი წინსვლის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თქვა მან.

ირანთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, რომელიც დემოკრატმა წარმომადგენელმა კალიფორნიიდან, ბრედ შერმანმა დასვა, ბლინკენმა უპასუხა, რომ აშშ არ წავა დათმობაზე მხოლოდ იმისთვის, რომ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

ბლინკენმა მოსმენებისას განმარტა, რომ აშშ-ის ინტერსებშია დააბრუნდეს ირანი ბირთვული შეთანხმების ჩარჩოებში. ის ემხრობა ევროკავშირის მიწვევას, იდეას, შედგეს ბირთვული შეთანხმების მონაწილეების და აშშ-ის არაფორმალური შეხვედრა ირანთან. მაგრამ ბლინკენის თანახმად, ირანმა უარი თქვა ამ შეხვედრაზე. ბლიკენის სიტყვებით: „ბურთი მათ მოედანზე, თუ მათ განახლება სურთ“.

აშშ-მა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება, რომელიც ნაკისრი აქვს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით და მხოლოდ შემდეგ დაუბრუნდება აშშ შეთანხმებას, გააგრძელებს მოლაპარაკებას ირანთან სხვა თემებზე, როგორიცაა ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და რეგიონში მისი მოქმედება.

სახელმწიფო მდივანმა, როცა მას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის შესახებ დაუსვეს შეკითხვა, განაცხადა, რომ მას სჯერა ნატოსი და თვლის, რომ ეს არის „წებო“, რომელიც ევროპასთან აშშ-ს აკავშირებს. ბლინკენი ესაუბრა მოკავშირეებს ნატოში და ნახა, რომ ისინი მოწყურებული არიან ურთიერთობის განახლებით და "ჩვენ ამას ვაკეთებთ", უთხრა კანონმდებლებს სახელმწიფო მდივანმა.

უკრაინის გარშემო საუბრისას ბლინკენმა დაადასტურა პოზიცია, რომ აშშ მტკიცედ არის ყირიმის ანექსიის და იმის წინააღმდეგი, რასაც რუსეთი აკეთებს დონბასში. ბლინკენმა უკრაინის შემთხვევაში გამომწვევად დაასახელა რუსეთის აგრესიასთან ერთად ქვეყანაში არსებული კორუფცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG