Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა 1,9 ტრილიონი დოლარიანი დახმარების პაკეტი პრეზიდენტს გაუგზავნა


აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა მის მიერ დამტკიცებული საეტაპო კანონპროექტი, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში 1,9 ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების სახით გამოყოფას ითვალისწინებს.

დემოკრატებმა გამოაცხადეს, რომ გაიმარჯვეს კანოპროექტის საქმეში, რომელიც სახელმწიფო სახსრებს მიმართავს ორმაგი - პანდემიის და ეკონომიკური კრიზისისკენ.

განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება ბევრი ამერიკელისთვის პირდაპირი დახმარება 1400 დოლარის ოდენობით და უმუშევრობის ყოველკვირეული დახმარების 300 დოლარით გაზრდა სექტემბრამდე.

კანონის თანახმად, მილიარდობით დოლარი გამოიყოფა ვაქცინისთვის, კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის, სკოლებისთვის, შტატების მთავრობებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისთვის, ავიაკომპანებიდან დაწყებული საკონცერტო დარბაზებით დამთავრებული.

მომავალი წლიდან გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები ბავშვებისთვის, ასევე ბავშვების მოვლისთვის საოჯახო შვებულებებისთვის. დემოკრატების სურვილია, ამ შეღავათების ნაწილი სამუდამო გახდეს და მათ დაემატოს ბინის ქირა, სურსათის პროგრამები და კომუნალური მომსახურება. გათვალისწინებულია ასევე დახმარება სხვათა შორის იმ პირებისთვის, ვინც სამედიცინო დაზღვევას იყიდის, ასევე ნაკლებუზრუნველყოფილი შრეების სამედიცინო მომსახურებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG