Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი


ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ მიესალმება მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში.

„ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ დიალოგში მონაწილეობას. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან გამოთქვა მზადყოფნა გაგრძელდეს დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის:

"ჩვენ ვართ მზად რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი და ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ ასე ვთქვათ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს და ჩვენმა პარლამენტმა ნორმალური მუშაობა და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას.

რაც მთავარია ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქართველი ხალხის ინტერესებით და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განმარტებით, 15-17 მარტს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოსა და ნატოში.

„16 მარტს როგორც მოგეხსენებათ, გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს და წინსვლას არაერთი მიმართულებით. რეფორმების განხორციელების საქმეში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG