Accessibility links

site logo site logo

დავით ზალკალიანი: ნარიშკინის განცხადება არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის განცხადებით რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადება არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, როცა რუსეთის ფედერაცია ცდილობს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა და ნიჰილიზმი გამოიწვიოს და საკითხი ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის შეუთანხმებლობაა. მისი თქმით, ეს რომ ასე არ არის, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება:

„როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით: თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის გაძლიერების მხრივ ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია სწორედ ამას მიანიშნებს. ასევე, ამას მიანიშნებს ის განცხადებები, რომელიც ვიხილეთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ბლინკენის განცხადება ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სენატში მისი კანდიდატურის განხილვა ხდებოდა - ნატო-ს კონტექსტში მხარდამჭერი განცხადებები, განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რუსეთის მომდინარე აგრესიასა და ოკუპაციასთან მიმართებაში, ვიხილეთ ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესის მხრიდან Georgia support act-ის ხელახალი ინიცირებით.სწორედ ეს არის ის, რაც მათ აწუხებთ. ეს არის ის კლასიკური მაგალითი ჰიბრიდული ომის წარმოების მაგალითით, თუ როგორ ცდილობენ ქართულ საზოგადოებაში შემოიტანონ დაბნეულობა, დათესონ ნიჰილიზმი და საკითხები წარმოაჩინონ აბსოლუტურად განსხვავებულად და იმ კონტექსტიდან, როგორც მათ აწყობთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის დამოკიდებულებზე სპეციალურ განცხადებაში საუბრობს. ამ განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები აპირებენ, ოპოზიციის მხარდასაჭერად სისტემურად იმუშაონ და, ამავდროულად, შეარყიონ „ქართული ოცნების“ პოზიციები.

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელები „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას აპირებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვახტანგ მახარობლიშვილი 10 მარტს გამოეხმაურა. სპეციალურ განცხადებაში იგი აღნიშნავს, რომ სერგეი ნარიშკინის განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებას და პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG