Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიარჰეი ციხანოვსკის საბოლოო ბრალდება წარუდგინეს, რაც 15 წლით პატიმრობას ითვალისწინებს


საპატიმროში მყოფ ცნობილ ბელარუს ბლოგერსა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლეს, სიარჰეი ციხანოვსკის ბელარუსის საგამძიებო კომიტეტმა საბოლოო ბრალდება წაუყენა.

სისხლის სამართლის ოთხი მუხლით წარდგენილი ბრალდება შეეხება მასობრივი არეულობის ორგანიზებას, სოციალური სიძულვილის გაღვივებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის ხელის შეშლას და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევისკენ მიმართული აქციების ორგანიზებას. ამათგან ყველზე მკაცრი მუხლით სასჯელი ითვალისწინებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთას.

სიარჰეი ციხანოვსკი შარშანდელი გაზაფხულიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, დაპატიმრებას ექვემდებარება ასევე ციხანოუსკისა და მასთან დაახლოებული პირების ქონება და საბანკო ანგარიშები.

სიარჰეი ციხანოვსკი ბრალს არ აღიარებს. უფლებათდამცველები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.

სიარჰეი ციხანოუსკიმ ბელარუსში პოპულარობა მოიპოვა როგორც ბლოგერმა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზოციურად განწყობილი იუთუბის არხის, „ქვეყანა სიცოცხლისათვის“ ავტორმა. სიარჰეი აპირებდა 9 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ვერ შეძლო კანდიდატად დარეგისტრირება, რადგან ამ დროს ის უკვე საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა.
ამის შემდეგ კანდიდატად წამოაყენეს მისი ცოლი, სვიატლანა ციხანოუსკაია. მანამდე ყველასთვის უცნობია მასწავლებელი ოფიციალური მონაცემების თანახმად მეორე ადგილზე გავიდა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც ოპოზიცია და დასავლეთის სახელმწიფოები გაყალაბებულად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG