Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი და უნგრეთი ცდილობენ ევროკავშირის ბიუჯეტის ახალი მექანიზმის ბლოკირებას


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი

პოლონეთი და უნგრეთი ცდილობენ ხელი შეუშალონ ევროპის ახალი მექანიზმის დაკანონებას, რომელიც წევრებისთვის თანხების გამოყოფას უკავშირებს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას ამა თუ იმ ქვეყანაში. ორივე ქვეყანა მათი მცდელობის გამო მკაცრად გააკრიტიკეს.

ახალი მექანიზმი 2021-2027 წლების ხარჯების გეგმის და კორონავირუსის პანდემიის შედეგებით მიღებული ზარალის კომპენსირების სტიმულირების ფონდის ნაწილია. ფონდის მოცულობა 750 მილიარდი ევროა.

მექანიზმის თანახმად, შესაძლებელია, შესაბამის ქვეყანას, რომელიც დაარღვევს უმთავრეს სტანდარტებს, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობას ხელს შეუშლის, შეუჩერდება დახმარების გადახდა.

ზომის წინააღმდეგ გამოდიან პოლონეთი და უნგრეთი, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან კანონის უზენაესობის მხრივ დარღვევების გამო მძაფრი კრიტიკის სამიზნე არიან.

ეს ორი ქვეყანა ბიუჯეტის და დახმარების პაკეტის მიღებას წინ აღუდგა. ევროკავშირის დეკემბრის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ კომპრომისზე, რომ მექანიზმი არ ამოქმედდება, სანამ ევროპის სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას საჩივრების თაობაზე.

11 მარტს პოლონეთმა გამოაცხადა, რომ სასამართლოში საჩივარი შეიტანა ამ ზომის თაობაზე. უნგრეთში, ამ ქვეყნის პრემიერ - მინისტრის, ორბანის ადმინისტრაციის თანახმად, უნგრეთიც იწყებს ანალოგიურ სასამართლო საქმეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG